воскресенье, 23 июня 2024 г.

P.R- სამოქალაქო პასუხისმგებლობა

 

  ბევრ ჩვენგანს სახლში უამრავი რამ აქვს, რაც აღარ სჭირდება, მათ შორის ტანსაცმელი, ჭურჭელი, წიგნები, სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო, საკანცელარიო და .. ნივთები. გარდა ამისა არიან ადამიანები, რომლებსაც გაჭირვებული თანამოქალაქეების დახმარება უნდათ და შეუძლიათ. ეს პროექტი  საზოგადოებრივი ერთიანობის, ერთმანეთზე ზრუნვის და სოციალური ფენების დაახლოების საუკეთესო საშუალებაა.

  ორგანიზაცია    P.R- სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩამოყალიბდა 2019 წელს შპს.N1 გოქაძის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ. ორგანიზაციის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა  აქტივობები:

1.     სასკოლ კონფერენცია

2.     საქველმოქმედო ღონისძიება- ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.








"დედა ენის" დღე

     "დედა ენის" დღე 14 აპრილს აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მე-4 ა კლასი მასპინძლობდა მე-10 და მე-7 ბ კლასის მოსწავლეებს და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ქალბატონ თეა ქობულაძეს.

სტუმრებმა ბავშვებს გააცნეს ამ დღის ისტორია და ესაუბრნენ ქართული ენის უნიკალობის შესახებ.
მე-4 ა კლასელები საოცარი ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში. ბავშვებმა შექმნეს თემატური პოსტერები და მოაწყვეს პრეზენტაცია. დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს!!! და გილოცავთ!!!!









უძველესი ქართული ხელნაწერები

  ,,დედაენის დღისადმი" მიძღვნილი კვირეულის  ფარგლებში. სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლის  თეა ქობულაძის ინიციატივით, მე- 10 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებისათვის მოაწყვეს უძველესი  ქართული ხელნაწერების გამოფენა  და პრეზენტაცია.











воскресенье, 11 марта 2018 г.

ექვთიმეს მადლის კვალდაკვალ

2018 წლის 9 მარტს შპს N1 (გოქაძის) სკოლის მე-8 ა კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ თეა ქობულაძის ინიციატივით, კინოთეატრში  ნახეს ფილმი ,,ექვთიმე - ღვთისკაცი". აქტივობა ემსახურებოდა მოსწავლეებში ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის განზოგადებასა და ქართული, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას. დაგეგმილია ფილმის განხილვა.









სამოდელო გაკვეთილი მე-8 კლასში.მიმართულება-გამჭოლი კომპეტენციები.თემა-მ.ჯავახიშვილის ,,ეშმაკის ქვა"

N1 School - Gokadze-ს ფოტო.2018 წლის 27 თებერვალს შ.პ.ს. №1 სკოლის VIIIა კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი (გამჭოლი კომპეტენციები : წიგნიერება, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია) 
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
გაკვეთილის თემა : „ეშმაკის ქვა“


იხილეთ გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის რეფლექსია

N1 School - Gokadze-ს ფოტო.


N1 School - Gokadze-ს ფოტო.


N1 School - Gokadze-ს ფოტო.







N1 School - Gokadze-ს ფოტო.





N1 School - Gokadze-ს ფოტო.



N1 School - Gokadze-ს ფოტო.



N1 School - Gokadze-ს ფოტო.

ოსკარ უაილდი, ,,დორიან გრეის პორტრეტი" - განხილვა


 2018 წლის 13 თებერვალს შ.პ.ს. №1(გოქაძის) სკოლაში მოეწყო შეხვედრა- „ჩვენ გვიყვარს კითხვა“. მერვე კლასელებმა სტუმრებთან ერთად განიხილეს ოსკარ უაილდის დორიან გრეს პორტრეტი,გამოხატეს ემოცია, გამოთვეს მოსაზრებები და ვარაუდები , გაავლეს პარალელები სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებებთან.
ტრადიციად ქცეული შეხვედრის მიზანი იყო მოზარდებში ლიტერატურის სიყვარულის გაღვივება , კრიტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარება.
შეხვედრას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები ,8ა კლასის დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები.


N1 School - Gokadze-ს ფოტო.