"დედა ენის" დღე 14 აპრილს აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მე-4 ა კლასი მასპინძლობდა მე-10 და მე-7 ბ კლასის მოსწავლეებს და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ქალბატონ თეა ქობულაძეს.
სტუმრებმა ბავშვებს გააცნეს ამ დღის ისტორია და ესაუბრნენ ქართული ენის უნიკალობის შესახებ.
მე-4 ა კლასელები საოცარი ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში. ბავშვებმა შექმნეს თემატური პოსტერები და მოაწყვეს პრეზენტაცია. დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს!!! და გილოცავთ!!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий